პოლიტიკური შეფასებების თემაა ბერლინში გამართული პანელური დისკუსია, რომლის მთავარი თემაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ეკა ტყეშელაშვილმა, რომელიც საქართველოში წინა ხელისუფლების დროს იკავებდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებს, ამჟამად კი უკრაინაში USAID-ის ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელია. მონაწილეთა შორის იყო „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილიც.
ბერლინში ვიზიტის ფონზე, მმართველ გუნდში კითხვები აქვთ ოპოზიციასთან. „ქართულ ოცნებაში“ აინტერესებთ, რა და რამდენად ობიექტურ ინფორმაციებს აწვდიან ოპოზიციური და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელები პარტნიორებს.