მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. შედეგად ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე გადასვლა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის, საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულებულია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტროტუარი და გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ლედ ლამპიონები და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.