პანდემია და მოსალოდნელი შეზღუდვები 

ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე საათები რჩება.

ხვალ გვეცოდინება, რომელ ქალაქებს და სფეროებს შეეხება წერტილოვანი შეზღუდვები და იქნება თუ არა მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ვიცით მხოლოდ ის, რომ განიხილება ზომების გამკაცრების ორი ვარიანტი. საბოლოო გადაწყვეტილებამდე მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით ექიმებთან, ჯანდაცვის ექსპერტებთან და ბიზნესთან ყოველდღიურ კონსულტაციებს გადის. მთავრობის ადმინისტრაციაში ეპიდემიოლოგებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების ფონზე ბიზნეს-სექტორში სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა.

მარიამ ბერძენიშვილი მუშაობს თემაზე.