სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. ლოცვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. სამების ტაძარში იმყოფებოდნენ 2008 წელს ომში დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებიც. ისინი მეუფე შიომ დალოცა და საქართველოს პატრიარქის მიმართვა წაიკითხა.