პან კავკასიური ორკესტრი

არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო შემსრულებელი და 19 კონცერტი – წინანდლის მამული რიგით მეოთხე საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება. 10-დღიანი ფესტივალის ფარგლებში, მსმენელის წინაშე პან კავკასიური ორკესტრის 80 მუსიკოსი წარდგება, რომლებიც ჯამში 4 კონცერტს გამართავენ. წინანდლის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნება.