ღაზაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა პალესტინის პრემიერ-მინისტრმა. მოჰამედ შტანიემ განცხადება დოჰაში, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და თქვა, რომ ისრაელის მიერ „ჰამასის“ სრული განადგურება არარეალურია. პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განმარტა ისიც, რომ პალესტინელების მთავარი საზრუნავი სისასტიკის და გენოციდის შეწყვეტაა. მისივე თქმით, მიმდინარე პროცესების გამო ისრაელს სანქციები უნდა დაუწესდეს.