ბერლინში კი პალესტინელების მხარდამჭერ მსვლელობას 2 500-მდე ადამიანი შეუერთდა. მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები ქუჩებში „თავისუფალ პალესტინას“ სკანდირებდნენ და მოუწოდებდნენ ისრაელს, „შეაჩეროს ომი ღაზის წინააღმდეგ“. პროტესტს შეუერთდა ექიმთა ჯგუფიც, რომელიც ისრაელს საავადმყოფოების დაბომბვაში ადანაშაულებს. აქციები გაიმართა პარიზსა და ლონდონშიც. კონფლიქტის მოგვარების მოთხოვნით, საფრანგეთის დედაქალაქში მსვლელობას ათასობით დემონსტრანტი შეუერთდა. ლონდონში კი აქციის მონაწილეებმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.