პალესტინელების მხარდასაჭერად ბარსელონას ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ უნდა გააგრძელონ დემონსტრაციები, რათა აიძულონ მთავრობა და პოლიტიკოსები შეწყვიტონ ისრაელის მხარდაჭერა და პალესტინელების მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობა. ამ დროისათვის, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში სულ მცირე 19,000 პალესტინელი გარდაიცვალა.