ვითარება ღაზას სექტორში

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ისრაელის დედაქალაქად აღიარებულ იერუსალიმში, საელჩოს გადატანამდე თვენახევრით ადრე, ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე არეულობაა.

პალესტინელებსა და ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმს შორის შეტაკებებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პალესტინა-ისრაელს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე, სხდომა გაიმართა გაეროში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, აქციების ლეტალური იარაღით დარბევის საკითხზე, საერთაშორისო გამოძიების დაწყება მოითხოვა.