გორში, სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში წუხელ 35 მოქალაქე მიიყვანეს. სულ ამ დროისთვის 55 მოქალაქე რჩება, აქედან ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ოთხი სინჯიდან, ყველა უარყოფითია.
დღეს ჰოსპიტალიდან ექვსი პირის ანალიზი გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საეჭვო სიმპტომები ზოგ შემთხვევაში დაბალი ტემპერატურული რეაქციითა და ხველითაა გამოხატული.
ამ დრომდე გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში კორონავირუსის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა.