15 თებერვლიდან თბილისის მასშტაბით ექიმებს ახალი წესით მოუწევთ მუშაობა. ძალაში შედის რეცეფტის გაცემის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით მედიკოსმა პაციენტს წამლები მხოლოდ ელექტრონული ფორმით უნდა გამოუწეროს. ამ გზით ჯანდაცვის სამინისტრო შეეცდება, გააკონტროლოს, ხომ არ ნიშნავს ზოგიერთი ექიმი არასაჭირო მედიკამენტებს.
დაანონსებული ცვლილება ელექტრონული ჯანდაცვის ნაწილია, რომლის ფარგლებში 2019 წლიდან მოქალაქეების სამედიცინო ისტორიებიც ელექტრონული ფორმით შეივსება.
გვანცა გავაშელი დაინტერესდა, რამდენად მომზადებულები ხვდებიან კლინიკებში სიახლეს.