პაციენტის გარდაცვალება

რა გახდა 22 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი.

ლაბორატორიული დასკვნა დღის ბოლოს იქნება ცნობილი. ოჯახი მედიკოსებს ადანაშაულებს. ექიმის განცხადებით, პაციენტი ქუთაისის კლინიკა „უნიქალ მედიდან“ ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით გადაიყვანეს. კლინიკის გენერალური დირექტორის თქმით, გოგონა მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. რაც შეეხება პაციენტის თბილისში გადაყვანას, გადაწყვეტილება გოგონას ახლობლებმა მიიღეს და ხელწერილი დადეს.

22 წლის გოგონა თბილისში ჩამოყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.