ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პირველი სავარაუდო შემთხვევა გამოვლინდა.
მამაკაცს, რომელიც საქართველოში ირანიდან, აზერბანიჯანის გავლით შემოვიდა და პირველი დაინფიცირებული იყო, ანალიზის პასუხში „კოვიდ 19“-ის შტამი აღარ აღმოაჩნდა. თუმცა მას განმეორებითი ტესტირება უნდა ჩაუტარდეს.
მორიგი ბრიფინგი ინფექციურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ გაიმართა. მედიკოსების განცხადება თამარ ნადარეიშვილმა მოისმინა და დეტალებზე ახლა სწორედ ის ისაუბრებს.