პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა

პაატა ბურჭულაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. საქმე საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ეხება.

როგორც სასამართლოდან გამოსულმა ბურჭულაძემ განაცხადა, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ის საქმეში საერთაშორისო ექსპერტებს ჩართავს.

პროკურორ მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის მიმართ სამართლებრივი გადაწყვეტილება მიმდინარე გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ, გამოძიების ინტერესები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა