ოზურგეთში შიმშილობის აქცია გრძელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, შიმშილობის აქცია გრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნები უცვლელია. დაისაჯოს საკრებულოს წევრის, ბესიკ ქათამაძის ცემის ინციდენტში მონაწილე ყველა პირი და მოხდეს საქმის ობიექტური გამოძიება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოთხოვნების დაკმაყოფილებას კატეგორიულად ითხოვენ, შიმშილობას განაგრძობენ და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.