ოზურგეთის სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ცემის ფაქტზე დღეს იმსჯელებს
ოზურგეთის რაიონული სასამართლო დღეს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ცემის ფაქტზე იმსჯელებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე აქვს წარდგენილი.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრიფინგი მოაწყო “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და დაგეგმილ სასამართლოს ფარსი უწოდა. იგი “ქართულ ოცნებას” პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. ადრესატები კი აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.