ადგილობრივების მიერ დასახელებული პრობლემები ოზურგეთის მერობის ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამებშია.
მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია შესული. კონკურენცია მაღალია. საარჩევნო მარათონში ხუთი კანდიდატია ჩართული. ინფრასტრუქტურული გამოწვევების, სასმელი წყლის პრობლემის და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშემწყობი პროექტების გარდა, მერობისთვის მებრძოლთა საარჩევნო ხედვები ახალ ინიციატივებსა და პროგრამებსაც მოიცავს.