გაერო-ს ტრიბუნიდან საქართველოს პირველმა დიპლომატმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ახსენა.
დავით ზალკალიანმა ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე მყოფებს ბოლო წლებში აფხაზეთსა და ცხინვალში მოკლული მოქალაქეების მძიმე ისტორიები შეახსენა და ხაზი გაუსვა, რომ არცერთი დამნაშავე დღემდე დასჯილი არ არის.
მაშინ, როდესაც საერთაშორისო ტრუბინიდან პარლამენტის მიერ ორი წლის წინ მიღებული სიის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ, ოპონენტები ხელისუფლებას სწორედ ამ სიისადმი ნაკლები ყურადღების გამო საყვედურობდნენ. პრეტენზიები ძირითადად „ევროპულ საქართველოს“ აქვს, რომელიც სიის მიღების ინიციატორია. ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ არ ფართოვდება ჩამონათვალი, რომელში მოხვედრილებსაც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა-გატაცებების გამო საერთაშორისო სანქციები ემუქრებათ.