გაჩნდება თუ არა გაერთიანებული ოპოზიციის შიგნით ცალკე გაერთიანება. საკითხმა აქტუალობა „ევროპული საქართველოს“ ლიდერთა განცხადებების შემდეგ შეიძინა. პარტიაში ღიად ამბობენ, რომ მათ, „ლელოს“ „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „გირჩს“ შორის უფრო მეტი იდეოლოგიური თანხვედრაა და უფრო აქტიური კონსულტაციების მიმდინარეობს. გვახსოვს ამ ოთხი პოლიტიკური ძალის მიერ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ცალკე წერილობითი განცხადებებიც. ჯერ უცნობია, რა სახეს მიიღებს მომავალში თანამშრომლობის ეს ფორმატი და გარდაიქმნება თუ არა ბლოკად, თუმცა ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნულმა გუნდმა, ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალებიდან თანხვედრის ნიშნები მხოლოდ სამ პარტიაში დაინახა. ერთადერთი პარტია, რომელმაც დღეს თემა უკომენტაროდ დატოვა, „ლეიბორისტული პარტია“ იყო.
მოამბე