გრიგოლ ვაშაძის განცხადების გამო, ოპოზიციის ნაწილი განმარტებებს ელოდება „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი კი აცხადებს, რომ მისი პოზიცია გამოსავლის ძიებით აიხსნება. პარალელურად, ოთხმა პარტიამ: „ევროპულმა საქართველომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „გირჩმა“ და „ლელომ“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და განაცხადეს, რომ არ აპირებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლას.