საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პოლიტიკურ ველზე ანტიამერიკულ განწყობებთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს. ილია დარჩიაშვილის თქმით, ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი ქვეყანა მათთან ურთიერთობის გასაღრმავებლად ყველაფერს აკეთებს.
მმართველი გუნდის წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი ჯგუფის პოზიციას არ იზიარებენ და ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო ჩვენს რეგიონში მათი ყველაზე საიმედო დასაყრდენია.