ოთარ იაშაღაშვილის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ოთარ იაშაღაშვილის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნის ადვოკატი აღკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, 15 ათასი ლარის გირაოს ითხოვს.
იაშაღაშვილი ორ პირთან ერთად სამართალდამცავებმა ორი დღის წინ თბილისში დააკავეს. საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ერთი აბი და აბის ოთხი ნატეხი ამოიღეს. იაშაღაშვილის მიმართ გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.