მერიის სამი თანამშრომელი დაიკითხა ოთარ აბესაძის საქმეზე, რომელსაც გამოძიება ქრთამის აღებას ედავება.
პროკურორის განცხადებით, მოწმეებმა ნებართვის გაცემაზე ბრალდებულის ინტერესი დაადასტურეს. საპირისპიროა დაცვის მხარის პოზიცია. აბესაძის ადვოკატი აცხადებს, რომ ოთარ აბესაძემ კოლეგებთან მხოლოდ კონსულტაცია გაიარა.
მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე გასული წლის 12 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან თბილისში, მდინარე მტკვარზე, ობიექტის მოწყობის ნებართვის სანაცვლოდ, პირს სამი ათასი ამერიკული დოლარი მოსთხოვა.
ოთარ აბესაძეს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.