მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე, საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, აბესაძე პროცესზე შეუძლოდ გახდა. მისი თქმით, დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. „ცუდად გახდა და სასწრაფო გამოვიძახეთ, მოსამართლემაღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალა და განაცხადა, რომ აბესაძე საშიშია და მისი გარეთ ყოფნა მოწმეებზე მოახდენს ზეგავლენას, დასკვნაშიც ასახულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ყველაფერს აკეთებს მართლმსაჯულება, რომ ოთარ აბესაძეს სიცოცხლე მოუსწრაფოს“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
სხდომამდე ოთარ აბესაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნით, შესაძლოა, შეცვლოდა ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება.
თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით 12 ივლისს დააკავა.