მსოფლიო კინომოყვარულები ესპანელი რეჟისორის, პედრო ალმოდოვარის უკანასკნელი ნამუშევრის მოლოდინში. „ოთახი მეზობლად“ – ასე ჰქვია ალმოდოვარის პირველ სრულმეტრაჟიან ინგლისურენოვან ფილმს, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურა. ფილმი ორი მეგობრის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე გვიამბობს და ალმოდოვარისეული ესთეტიკით ხასიათდება. ქართველ მაყურებელი კინოთეატრებში ნამუშევარს 14 ნოემბრიდან ნახავს.