ცენტრალური ავტობანის, ოსიაური – ჩუმათელეთის მონაკვეთზე დილიდან სამშენებლო სამუშაოები შეწყვეტილია.
მეორე დღეა ავტობანზე მომუშავე მუშები გაფიცულები არიან. მუშები ხელფასების მატებას, დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები ჩინური კომპანია „სინოჰიდროს“ თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზეც საუბრობენ. გაფიცულები ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მიუხედავად მათ ხელფასების მომატებაზე უარი მიიღეს.
ჩინური კომპანია „სინოჰიდროს“ წარმომადგენელი ლევან წურწუმია აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მუშების მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპანიის სათაო ოფისთან უკვე მიმდინარეობს.