საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში, ორტომეული წიგნის „ქართული თეატრი 2015-2019“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში თავმოყრილია ოცდაათამდე ქართველი თეატრმცოდნისა და კრიტიკოსის სტატია, კრიტიკული წერილი და ფესტივალების მიმოხილვები. ასახულია ქართულ თეატრში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესები და ტენდენციები.
ასევე აღწერილია 2019 წლის ქართული თეატრის მუშაობის სტატისტიკური ანალიზი. გამოცემა, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და გამოიცა.