ორლანდოს ტერაქტის ორგანიზატორის ცოლს სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა
ორლანდოს ტერაქტის ორგანიზატორის, რადიკალი ისლამისტის, ომარ მატენის ცოლს, ფლორიდის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. ნურ სალმანმა გამოძიებასთან ითანამშრომლა. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს 2016 წელს ქმარმა აცნობა, რომ ტერაქტს გეგმავდა, თუმცა, მისი სიტყვები ნურ სალმანმა არასერიოზულად მიიღო. ასევე გამოირიცხა სალმანის მონაწილეობა ტერაქტის ორგანიზებაში.
2016 წლის 12 ივნისს ორლანდოში მდებარე ღამის კლუბში 29 წლის ომარ მატენმა ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად, 49 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მატენი კი სპეცოპერაციის დროს პოლიციის ოფიცერმა მოკლა.