მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კონტროლს და უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.
ბოლო ერთ კვირაში სისხლიანი თავდასხმების შედეგად 53 ადამიანია დაღუპული. ახალი ზელანდიის შემდეგ სამიზნე ნიდერლანდების ქალაქი უტრეხტი გახდა. ორივე ქვეყანაში გამოძიება იმის დადგენასაც ცდილობს, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ქალაქ კრაისტჩერჩის თავდასხმას და უტრეხტში მომხდარ ტერაქტებს შორის. პირველ შემთხვევაში ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი მეჩეთებს დაესხა თავს, მეორე შემთხვევაში კი ეროვნებით თურქმა თავდამსხმელმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გახსნა ცეცხლი.
ბოლო ორმა ტერორისტულმა აქტმა კიდევ ერთხელ გაააქტიურა კითხვა – ემუქრება თუ არა მსოფლიოს ტერორიზმის ახალი ტალღა.