ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების ლიდერების მიერ, მწვანე ენერგიის განვითარების შეთანხმებაზე ხელმოწერა, ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანი მოვლენაა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობას. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, რუმინეთი ქვეყნის წამყვან სავაჭრო პარტნიორებს შორის რჩება და საქართველო მზად არის სრულად გამოიყენოს არსებული პოტენციალი, როგორც ვაჭრობასა და ეკონომიკაში, ისე სხვა მიმართულებით.