სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა, ეროვნული ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაზე მაყურებლებს შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთები გაათამაშა. ორმა ყველაზე იღბლიანმა ქომაგმა, ლაშა-გიორგი მეგრელიშვილმა და ზვიად კაკაშვილმა ჯამში ოთხი ბილეთი მოიგო. ბილეთების გარდა, გათამაშდა კიდევ რამდენიმე ჯილდო – მათ შორის, ეროვნული ნაკრების მაისურები. ფონდი ასევე ქართულ მედიას პარტნიორობას გაუწევს ევრო 2024-ის გაშუქებაში.