ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება დასკვნით ფაზაშია.
სალომე ზურაბიშვილმა ჯართან ერთად თელავში რეპეტიცია გაიარა. სცენარის მიხედვით, 40-წუთიანი ცერემონია მხატვრული ელემენტების გარეშე ჩაივლის. რამდენიმედღიანი მოლოდინის შემდეგ გარკვეული და დაზუსტებულია ღონისძიებაზე დამსწრე უცხოელი სტუმრების სია. ფიცის დადებას და საზეიმო მიღებას 55 ქვეყნიდან 150-მდე სტუმარი დაესწრება.
ისტორიული მნიშვნელობის ცერემონიის პარალელურად საპროტესტო გამოსვლაა დაანონსებული. გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია აქციისთვის ემზადება, რომელიც ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.
ანა ბროლაძე განაგრძობს საუბარს.