შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღე დარჩა. პრეზიდენტობის კანდიდატები საკვანძო შტატებში, ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ. დემოკრატების კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ამომრჩევლებს ატლანტაში შეხვდა. ის დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და ამომრჩევლებთან ერთად ტრამპის პერიოდს დაასრულებს. ჰარისმა ასევე ყურადღება გაამახვილა აბორტის უფლებაზე. მისივე თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ტრამპი აბორტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალავს.
რესპუბლიკელთა კანდიდატი დონალდ ტრამპი კი ჩრდილოეთ კაროლინასა და ვირჯინიის შტატებს ეწვია. ტრამპმა მზარდ გენდერულ უთანასწორობაზე გაამახვილა ყურადღება და პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ქალებს დაიცავს. გრძელდება ხმის მიცემის წინასწარი პროცედურაც. საკუთარი არჩევანი უკვე 70 მილიონამდე ადამიანმა დააფიქსირა.