გატაცება თბილისში.
ბიზნესმენის შვილი, 23 წლის ახალგაზრდა მძევლობიდან გაათავისუფლეს. სამართალდამცავებმა ათკაციანი დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გატაცებული ახალგაზრდა წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ჰყავდათ დამალული, ოჯახს კი გამოსასყიდის სახით სამ მილონს სთხოვდნენ.
მძევლის გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია ჩატარდა.
გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდამ მძევლობაში ერთი კვირა გაატარა.