ორგანიზაცია „ერთად არჩევნებისთვის“ შუალედური ანგარიში

არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანების – „ერთად არჩევნებისთვის“ პირველი შუალედური ანგარიში. კვლევის თანახმად, 3-დან 18 სექტემბრამდე პერიოდში დაფიქსირდა დარღვევები წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, კერძოდ საუბარია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის სააგიტაციო მასალების დაზიანებაზე. ასევე, დოკუმენტის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი შეიცავდა ომისა და ძალადობის პროპაგანდას.

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე აკვირდებოდა საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების არჩევას.  მონიტორინგის შედეგად, პროცესში გამოიკვეთა პროცედურული დარღვევები. ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებსაც.