„ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის განმარტება

კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ბახმაროში დაგეგმილი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშნებლობის საკითხს ეხმაურება. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში გარკვეულ ჯგუფების მხრიდან კეთდება მიზანმიმართული დამაზიანებელი განცხადებები და არის საკითხის პოლიტიზების მცდელობაც. მისი განცხადებით, კომპანიის დაკვეთით ჩატარდა სამშენებლო პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ რაიმე ტიპის გეოდინამიური მოვლენები, ან მშენებლობისა და ნაგებობების შემდგომი ექსპლუატაციისთვის არახელსაყრელი პროცესები არ ფიქსირდება. ასევე, ობიექტის მშენებლობა არ მიმდინარეობს ზვავსაშიშ ზონაში. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სასტუმრო კომპლექსი ადაპტირებული იქნება ადგილობრივ ლანდშაფტთან. ბახმაროში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშნებლობის საკითხს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ურბანისტები და არქიტექტორები აცხადებენ, რომ პროექტი წინააღმდეგობაშია გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან.