თბილისის ისტორიული ადგილი პირვანდელ იერსახეს იბრუნებს.
ორბელიანის მოედანზე რესტავრატორები მუშაობენ. მასშტაბური პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას, შენობების გამაგრებას და საფეხმავლო ქუჩების მოწყობას ითვალისწინებს. ისტორიულ ნაგებობებზე რთული სამუშაოებია ჩასატარებელი – მოედანზე მდებარე შენობების უმეტესობა ავარიული იყო.