რუსთავის ცენტრალური პარკი ოქსიგენ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის პირველ დღეს სცენა თანამედროვე მუსიკალურ ჯგუფებს დაეთმო, დღეს კი 16:00 საათიდან მაყურებლის წინაშე „33ა“, „გაგა ფრანი“ და „სუხიშვილები“ წარდგებიან. მუსიკასთან ერთად, „ოქსიგენი“ სტუმრებს განტვირთვის სხვადასხვა სივრცეს სთავაზობს. ფესტივალი დღეს დაიხურება.