20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში.
პროცესზე დაცვის მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. ადვოკატის განცხადებით, დაკითხული ორი მოწმე აქციის დროს ოქრუაშვითან ერთად იმყოფებოდა და მისსგან მოწოდებები არ გაუგიათ. ბრალდების მხარის განმარტებით, მოწმეებმა ჩანაწერებში საკუთარი თავი ვერ ამოიცნეს. პროკურორის თქმით, საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებები ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობას ადასტურებს.