ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიცია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენა მის პოლიტიკურ აქტივობასა და „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირდება. პოლიტიკური პარტიების ნაწილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს მხარდაჭერა ერთობლივი განცხადებით, პარტია „გამარჯვებული საქართველო“ ოფისში გამოუცხადა, ნაწილმა კი განცხადება ცალკე გააკეთა.
რაც შეეხება უმრავლესობას, მმართველ გუნდში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში, დანაშაულის ნიშნები ნათლად იკვეთება.
პოლიტიკური შეფასებები ანა ბროლაძის სიუჟეტში.