ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრეს. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ოქრუაშვილის მხარეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშის წილების დაყადაღებაზე.
ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ უარს მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ განაცხადთან ერთად საჩივარი არ იყო წარდგენილი, თუმცა ადვოკატი მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, გადაუდებელი შემთხვევების დროს კანონი მხოლოდ განაცხადის წარდგენასაც ითვალისწინებს.
ოქრუაშვილის ადვოკატები პარალელურად საჩივრის მომზადებას გეგმავენ, რომელითაც ისინი „რუსთავი 2“-ის ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაცემას ითხოვენ.