„ოქროს ურო 2017“ ვარძიის მამათა მონასტერსა და კომპანია RMG-ს გადაეცა
სიმბოლური ანტი ჯილდო „ოქროს ურო 2017“ ვარძიის მამათა მონასტერსა და კომპანია RMG (არ-ემ-ჯი-ს) გადაეცა.
ვარძიის მამათა მონასტერმა ჯილდო ფრესკების დაზიანებისთვის, ხოლო RMG –იმ საყდრისის და ფიტარეთში მიმდინარე სამუშაოებისთვის მიიღო.
ანტი პრიზს, ყოველ წლის 13 დეკემბერს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფაში შეტანილი წვლილისთვის გამორჩეულ პირებსა და ორგანიზაციებს, საყდრისის დაცვის კომიტეტი გადასცემს.