საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა არხის ვეტერანი თანამშრომლები დააჯილდოვა.
მაუწყებლის ექვს თანამშრომელს, რომელსაც ტელევიზიაში მუშაობის 40 წელი შეუსრულდა, პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ოქროს საშვები და მცირედი საჩუქრები გადასცეს.
ვეტერანი თანამშრომლების დაჯილდოების ტრადიცია უკვე მეოთხე წელია, გრძელდება.