ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირი, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანას ცდილობდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 100 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.