ანა დოლიძემ დიდუბე-ჩუღურეთის 16 უბანზე ოქმებში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა და ოქმების გაბათილება მოითხოვა. განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. დოლიძე მოსამართლეს უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ გასაჩივრება მათი მხრიდან სისტემაში არსებული პრობლემების გამოაშკარავებას ისახავს მიზნად.