ოპოზიციური სპექტრი მორიგი შეხვედრისთვის ემზადება. სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ამ წუთისთვის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან. კონსულტაციების თემა – შექმნილი ვითარება და სამოქმედო გეგმაა, როგორ აპირებენ პროტესტის გაგრძელებას ოპოზიციის წევრები.
რაც ამ ეტაპისთვის უკვე შეთანხმებულია, ეს არის მთავარი მოთხოვნა – საპარლამენტო არჩევნები, დანიშნულზე ადრე, შეცვლილი წესით ჩატარდეს.
ნათია ქენქაძე ელოდება შეხვედრის დაწყებას „ლეიბორისტების ოფისში“ – შეიკრიბნენ თუ არა უკვე ოპოზიციონერი ლიდერები და რა განცხადებები კეთდება?