არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ქართულ ოპოზიციაში გადაჯგუფებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. 5 %-მდე გაზრდილი ბარიერის პირობებში ოპოზიცის ძირითადი ნაწილისთვის გამოსავალი სწორედ გაერთიანებები გახდა. არსებული მონაცემებით დამოუკიდებლად კენჭს იყრის პარტიების მხოლოდ მცირე ნაწილი, დანარჩენი პარტიები კი სხვადასხვა გაერთიანებაში გადაჯგუფებას ცდილობენ. ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი წევრებისგან ორი დაჯგუფება შეიქმნა. ესენია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, რომელშიც „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად „ევროპული საქართველოც“ გაერთიანდა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ გვარამია, მელიასთან ერთობა ზურა გირჩმა ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიას „დროამ“ ჩამოაყალიბეს. მესამე გაერთიანებას „ძლიერი საქართველო“ წარმოადგენს, რომელშიც „ლელო“, ანა დოლიძის პარტია და არასამთავრობო სექტორის წევრებისგან შექმნილი „თავისუფლების მოედანი“ შედიან. ოპოზიციურ გადაჯგუფებებს ფორმალობად მიიჩნევს მმართველი პარტია. „ქართული ოცნებიდან“ ოპონენტებს ახსენებენ, რომ 2024 წლის არჩევნებში ბლოკები დაუშვებელია და ამბობენ, რომ ოპოზიციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.