ცესკო-ში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა დღეს დილით გაიმართა. ცესკო-ს ოპოზიციონერმა წევრებმა არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს, თუმცა, მთავარი მიზანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის დღემდე მიღებული იმ გადაწყვეტილებების განხილვა იყო, რომლებმაც, მათი თქმით, არჩევნების გაყალბებისთვის საფუძველი მოამზადა. სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ცესკო კომენტარის გარეშე დატოვეს.