„ნაციონალური მოძრაობა“ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად საარჩევნო კოდექსის ალტერნატიულ დოკუმენტზე მუშაობს.
ამ საკითხზე შეხვედრა დღეს გაიმართა. შემუშავებული დოკუმენტი 12-პუნქტიანია, მათ შორის საუბარია სამაგიდო სიების გაუქმებაზე და ბლოკების შექმნის ისევ დაშვებაზე. იმისთვის, რომ ოპოზიციური პარტიების წინადადება კანონპროექტად იქცეს, რომელიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში მისი ინიცირება უნდა მოახდინოს. დღევანდელ შეხვედრას „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელიც ესწრებოდა. პაატა მანჯგალაძის განმარტებით, მისი პარტია ლობირებს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის საარჩევნო საკითხზე შეხვედრა გაიმართოს.