როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი კონსულტაცია გაიმართა.
„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების განხილვის მთავარი საკითხი აქციების ორგანიზება იყო, რომელიც ხვალ, საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს უნდა გაიმართოს. პოლიტიკოსებმა ასევე იმსჯელეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიპლომატების ფასილიტატორობით გამართულ მოლაპარაკებაზეც.